Vizitor-ის შესახებ
საქართველოში მოგზაურობისთვის საჭირო სერვისები და გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ.
Vizitor · განახლებულიაამ გვერდზე
ვინ მართავს Vizitor-ს
Vizitor.ge-ს მართავს შპს ექსპრესი, საიდენტიფიკაციო ნომერი 400285561. ვიზიტორებს ვეხმარებით ტურისტის დაზღვევის, უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და საქართველოში გამოსაყენებელი Cellfie eSIM-ის შეძენაში.
პოლისი და მომსახურების მიმწოდებელი
Vizitor გეხმარებათ განაცხადისა და მომსახურების საკითხებში. სადაზღვევო დაფარვასა და ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია თქვენს პოლისში მითითებული მზღვეველი, შესაბამისი პირობების ფარგლებში. გადაამოწმეთ მისი დასახელება, პერიოდი, ლიმიტები და პირობები. საიტზე წარმოდგენილი eSIM-ები Cellfie-ის ქსელს იყენებს.
როგორ დაგვიკავშირდეთ
ჩვენი ქოლცენტრი მუშაობს 24/7 ნომერზე +995 322 422 522. კითხვით ან საჩივრით მოგვწერეთ [email protected]ზე. მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და საკითხის მოკლე აღწერა; არ გამოგზავნოთ საბანკო ბარათის მონაცემები, პაროლი ან eSIM-ის აქტივაციის კოდი.
ონლაინ მომსახურება
საკონტაქტო მისამართია ბათუმი, ფარნავაზ მეფის 143, საქართველო. მომსახურებას ვაწვდით ონლაინ და ტელეფონით; ადგილზე მისაღები ოფისი არ გვაქვს. ფასები, შესაბამისი პირობები და მონაცემთა დაცვის ინფორმაცია მოცემულია პროდუქტისა და წესების გვერდებზე.
